1 2 3 4 5
„მერანმა“ „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგო: "მერანი" - "ლოკომოტივი" 1:0

 

 

  მარტვილის „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მანწკავას თავკაცობით ჭყონდიდელებმა თბილისის „ლოკომოტივი“ დაამარცხეს საკუთარ კედლებში. მანწკავასთვის ეს სადებიუტო გამარჯვება იყო „მერანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

 

 „მერანი“ ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში სახიფათო ზონიდან თავის დაღწევას ცდილობს და „ლოკომოტივთან“ „მერანელებისთვის“ დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იყო, შესაბამისად, მოტივირებული მასპინძლები პირველივე წუთებიდანვე შეტევაზე გადავიდნენ და მე-17 წუთზე ანგარიშიც გახსნეს. აღნიშნულ ეპიზოდში კარგად გაისარჯა ლევან წოწონავა, რომელმაც მეტოქეს მისსავე საჯარიმოში აართვა ბურთი და ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ლაშა ჯღამაიას უპასა, ჯღამაიამ ზუსტი დარტყმით დააწინაურა „მერანი“.

 

  „რკინიგზელებს“ სწრაფად შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა, თუმცა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ამ სეზონში „მერანის“ კარში გოლის გატანა რთული საქმეს წარმოადგენს, რადგან ჭყონდიდელთა მეკარე შეუვალია. ლუკა ნანავამ წინა მატჩებში „სიონის“ და „კოლხეთის“ პენალტები გაანეიტრალა, ამჯერად კი „ლოკოს“ „შვიდიანს“ გამოუცნო კუთხე.

 

 მეორე ნახევარში „მერანს“ კიდევ უფრო შეეძლო სოლიდური გაეხადა ანგარიში, მაგრამ სტუმართა კარის დარაჯიც დამაჯერებელი იყო, სხვა შემთხვევაში კი კარგი იერიშების საბოლოო დაგირგვინება არ იყო ზუსტი.

 

 „მერანმა“ 1-0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე აიწია. შემდეგ ტურს მარტვილელები სტუმრად საგარეჯოში გამართავენ. 15 მაისს „მერანის“ მეტოქე „გარეჯი“ იქნება.

 



უკან

გათამაშების ცხრილი
გარეჯი (საგარეჯო) 17 42
კოლხეთი 1913 (ფოთი) 17 31
სპაერი (თბილისი) 17 30
დინამო 2 (თბილისი) 17 28
სიონი (ბოლნისი) 17 27
კოლხეთი (ხობი) 17 27
მერანი (მარტვილი) 17 17
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 15
მერანი (თბილისი) 17 12
ლოკომოტივი (თბილისი) 17 9