„მერანი“ საგარეჯოში დიდი ანგარიშით დამარცხდა
„ლოკომოტივთან“ გამარჯვების შემდეგ, გასვლით შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხდა „მერანი“.
გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერთან „გარეჯთან“ პირველ ნახევარში 0-5 მარცხდებოდნენ მარტვილელები ლევან პაპავას (2), ექს-მერანელი ფელიპე პაიმის (2) და გიორგი ხარებაშვილის გოლებით.
ჭყონდიდელებმა პრესტიჟის გოლი მეორე ტაიმში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანეს. 72-ე წუთზე დავით ლომთაძე შეასრულა პენალტი ზუსტად.
„მერანი“ მომდევნო შეხვედრას 19 მაისს მარტვილში გამართავს. მეტოქე თბილისის „ვიტ ჯორჯია“ იქნება.
გათამაშების ცხრილი
გარეჯი (საგარეჯო) | 17 | 42 | |
კოლხეთი 1913 (ფოთი) | 17 | 31 | |
სპაერი (თბილისი) | 17 | 30 | |
დინამო 2 (თბილისი) | 17 | 28 | |
სიონი (ბოლნისი) | 17 | 27 | |
კოლხეთი (ხობი) | 17 | 27 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 17 | 17 |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 17 | 15 | |
მერანი (თბილისი) | 17 | 12 | |
ლოკომოტივი (თბილისი) | 17 | 9 |