მარტვილის „მერანმა“ მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ჭყონდიდელები საკუთარ არენაზე სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულებს აგროვებენ სახიფათო ზობიდან თავის დასაღწევად და დღეს თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ „ექვსქულიანთა“ კატეგორიის მატჩი მოიგეს.
მატჩი „მერანელების“ კარნახით მიმდინარეობდა და მასპინძლებმა ფაქტიურად გოლი „გასახდელში“ გააყოლეს თბილისელებს. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში (45+2) გიორგი გეგიამ ითამაშა კარგად, სწორედ მასზე დაჯარიმდნენ „ვეტერინარები“ საკუთარ საჯარიმოში, რასაც მთავარი არბიტრის მხრიდან თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. პენალტი დავით ლომთაძემ შეასრულა ზუსტად - 1:0.
მეორე ტაიმში „ვიტელებმა“ თამაშის გადარჩენა სცადეს და „მერანელებს“ უფრო მეტი სივრცე მიეცათ შეტევების გასამწვავებლად. რომ არა საფეხბურთო ფორტუნა, მეორე ნახევარში კიდევ უფრო სოლიდური შეიძლებოდა გამხადარიყო ანგარიში „მერანის“ სასარგებლოდ, თუმცა საბოლოოდ ლომთაძის გოლი აღმოჩნდა გამარჯვების მომტანი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღევანდელ შეხვედრაში „მერანის“ განაცხადში იყო ასაკობრივი გუნდიდან ძირითად გუნდში დაწინაურებული 17 წლის ცენტრალური მცველი გიგი შენგელია, რომლის დებიუტს ალბათ უახლოეს მატჩებში ვიხილავთ.
„მერანი“ მომდევნო ტურის შეხვედრას 23 მაისს ფოთში გამართავს „კოლხეთი 1913“-ის წინააღმდეგ.
გარეჯი (საგარეჯო) | 17 | 42 | |
კოლხეთი 1913 (ფოთი) | 17 | 31 | |
სპაერი (თბილისი) | 17 | 30 | |
დინამო 2 (თბილისი) | 17 | 28 | |
სიონი (ბოლნისი) | 17 | 27 | |
კოლხეთი (ხობი) | 17 | 27 | |
![]() |
მერანი (მარტვილი) | 17 | 17 |
ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 17 | 15 | |
მერანი (თბილისი) | 17 | 12 | |
ლოკომოტივი (თბილისი) | 17 | 9 |