1 2 3 4 5

საფეხბურთო კლუბი მარტვილის „მერანი“

 

  მარტვილის საფეხბურთო კლუბი „მერანი“, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რაიონში, მარტვილში,  ჭყონდიდის ეპარქიაში შეიქმნა, რომელიც ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭეშმარიტი მამულიშვილებითა და საფეხბურთო ტრადიციებით ძალიან მდიდარია.

 

 მარტვილის „მერანი“ 2006 წელს  მარტვილის მკვიდრმა ფრიდონ ინჯიამ დაარსა, კლუბის დაფუძნების დროს მას გვერდში ედგნენ: ემილი გალდავა, ნუგზარ მონიავა და კლუბის შექმნის საწყის ეტაპზე დაზმირ ვახანია.

 

 ფრიდონ ინჯია გახლავთ საერთაშორისო კავშირგაბმულობის აკადემიის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი, ჩოხოსანი. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ ის არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის სიყვარულით გამოხატავს კუთხის, რაიონისა და სამშობლოს ერთგულებას და სიყვარულს, არამედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც ქართულ ჩოხას პატივითა და სიამაყით ატარებს.

 

  ფრიდონ ინჯიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში. 2006 წლიდან მოყოლებული, თავის შვილთან ილიასთან და სიძესთან კახი კოტრიკაძესთან ერთად, რომლებიც „მერანის“ ვიცე-პრეზიდენტები არიან, წლებია პატრონობს და ასე ვთქვათ სულს უდგამს  მარტვილის „მერანს“, რამაც საფეხბურთო კლუბს ძალა, ენერგია და დაუცხრომელი წინსვლის ჟინი შეჰმატა.

 

 დაარსების დღიდან ეტაპობრივად ვითარდებოდა „მერანი“ და მას შემდეგ რაც მარტვილის ცენტრალური სტადიონი გადავიდა ფრიდონ ინჯიას საკუთრებაში, კლუბის პრეზიდენტის ინიციატივით, დაფინანსებით და ბიძინა ივანიშილის ხელისუფლების მხარდაჭერით მოხდა მარტვილის ცენტრალური სტადიონის სრული განახლება, რეკონსტრუქცია და მას წარსულში ცნობილი, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, საბჭოთა კავშირის  ნაკრების კაპიტნისმარტვილელი მურთაზ ხურცილავას სახელი მიენიჭა, რომელიც ფრიდონ ინჯიასთვის და ზოგადად ყველა ქართველისთვის დიდად პატივსაცემი ადამიანია.

 

 2007 წლიდან კლუბის დირექტორი გახდა ადონის პაპადოპულოსი (ელდარ ბაკურია), ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელმაც საბერძნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ლიგის საფეხბურთო კლუბებში 10 წელი ითამაშა. მას დიდი წვლილი მიუძღვის საფეხბურთო კლუბ „მერანის“ ჩამოყალიბებაში და წარმატებაში.

 

 „მერანმა“ გუნდის პირველი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით 2007-2008 წლის პირველი ლიგის გათამაშებაშიდებიუტანტი კლუბის კვალობაზე ჩინებულად იასპარეზა და ისევე როგორც 2007-2008 წწ. 2009-2010 წლებშიც მე-3  ადგილი დაიკავა.

 

 2009-2010 წწ. დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში, პირველად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში, პირველი ლიგის გუნდი მარტვილის „მერანი“ საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა.

 

 2011 წელს კი, საფეხბურთო კლუბმა მარტვილის „მერანმა“ თავისი არსებობის მანძილზე ისტორიულ წარმატებას მიაღწია. მოიპოვა რა უმაღლესი ლიგის საგზური და ქართული ფეხბურთის ძლიერ კლუბთა შორის მოხვდა.

 

 სამწუხაროდ კლუბმა  „მერანმა“ 2016 წელს უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში გადმოინაცვლა, თუმცა 2016 წელსვე ჩატარებულ გარდამავალ ჩემპიონატში „მერან“ პირველი ლიგიდან პროლიგა-2 ში აღზევდა. (ფეხბურთის ფედერაციის ახალი დებულებით, უმაღლეს ლიგას პროლიგა 1 ეწოდა,  პირველ ლიგას კი პროლიგა 2).

 

 2016 წელს, ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის თავკაცობით მარტვილის „მერანის“ გამოსვლა წარმატებული გამოდგა, როგორც გარდამავალ ჩემპიონატში, ასევე დავით ყიფიანის სახელობის თასზე. სადაც მარტვილის „მერანმა“, პირველად, კლუბის არსებობის პერიოდში ისტორიულ წარმატებას მიაღწია, მარტვილის გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გავიდა  და ვერცხლის პრიზიორი გახდა.

 

 დღეის მონაცემებით, „მერანი“  გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომლექტებული, კონკურენტუნარიანი, მებრძოლი გუნდია, რომელსაც ყველა პირობას უქმნის გუნდის ხელმძღვანელობა ბატონი ფრიდონ ინჯიას მეთაურობით, იმისთვის რომ კლუბი წარმატებული იყოს, რაც იძლევა გარანტიას, რომ 2017 წელს მარტვილის „მერანი“ მოიპოვებს პროლიგა 1-ში  (უმაღლესი ლიგა) ასპარეზობის უფლებას.   

 

მარტვილი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ცენტრი, ქალაქი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. (საქართველო).

მდებარეობა - მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში.

კლიმატი - ნოტიო სუბტროპიკული.

უახლოესი პორტი - ქალაქი ფოთი, 70 კმ.

უახლოესი აეროპორტი - ქუთაისი, კოპიტნარი, 40 კმ.

მანძილი თბილისამდე (დედაქალაქი) – 279 კმ.

 

კლუბი - მარტვილის მერანი დაარსდა 2006 წელს. დამფუძნებელი და გუნდის პრეზიდენტი დაარსების დღიდან არის ფრიდონ ინჯია.

 

კლუბის ისტორია - მერანი სალხინოს ბაზაზე შეიქმნა 2006 წელს. მარტვილში „სალხინოს“ სახელით ასპარეზობდა გუნდი (1955 წლიდან), სადაც თამაშობდა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, საბჭოთა კავშირის კაპიტანი, მურთაზ ხურცილავა. მერანის პრეზიდენტის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივით მერანის საფეხბურთო სტადიონი „მურთაზ ხურცილავას“ სახელობის არის.

 

ტიტულები და წარმატებები - ამჟამად ეროვნულ ლიგაში 2-ში (რანგით მეორე ლიგა საქართველოში) მოასპარეზე მერანი, ადრეულ წლებში საქართველოს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობდა და ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი გუნდი იყო. საქართველოს თასზე კი 2016 წელს მერანი ვერცხლის პრიზიორი გახდა.

 

ფეხბურთელები - მერანი ადგილობრივი კადრებით და ლეგიონერებით დაკომპლექტებული გუნდია. მარტვილის გუნდის აღზრდილი არაერთი ფეხბურთელი თამაშობს საქართველოს ჩემპიონატის ჩემპიონ და წამყვან გუნდებში: აკაკი შულაია (თბილისის დინამო), ლევან გეგეჭკორი, კიჭი მელიავა (ბათუმის დინამო) და ა.შ. მერანში თამაში წარმატებული კარიერის წინაპირობა გახდა სხვა ფეხბურთელებისთვისაც, ანდრო გიორგაძე მერანიდან უკრაინულ ვორსკლაში გადავიდა, ახლახანს კი ჩეხეთი უმაღლესი ლიგის გუნდთან, ზლინთან გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი. 

 

გულშემატკივარი - მერანი საქართველოს ჩემპიონატში გამოირჩევა გულშემატკივრობის კუთხითაც, მარტვილის გუნდს ორგანიზებული, ერთგული ქომაგები ჰყავს.

 

ინფრასტრუქტურა:

*გერმანული, მაღალი ხარისხის ხელოვნური საფარი სტადიონზე

*ორი ტრიბუნა, სადაც ეტევა 1850 გულშემატკივარი

*სასადილო

*საკონფერენციო ოთახი

*სამედიცინო ოთახი

*პრესსამსახურის ოთახი

*გასახდელები

 

ოფიციალური ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/fcmerani/

ოფიციალური საიტი: fcmerani.ge


 



გათამაშების ცხრილი
გარეჯი (საგარეჯო) 17 42
კოლხეთი 1913 (ფოთი) 17 31
სპაერი (თბილისი) 17 30
დინამო 2 (თბილისი) 17 28
სიონი (ბოლნისი) 17 27
კოლხეთი (ხობი) 17 27
მერანი (მარტვილი) 17 17
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 15
მერანი (თბილისი) 17 12
ლოკომოტივი (თბილისი) 17 9